UFC 311-ის პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის, სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ეს ყველაფერი დაღესტნელი მებრძოლის შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა გამოიწვია, რომლებსაც ის თავის სოციალურ ქსელში ქართველი ჩემპიონის მისამართით წერდა. ამან, რა თქმა უნდა, "მანქანა" გააბრაზა და მას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა.
გუშინ მერაბს ცნობილ სპორტულ ჟურნალისტთან, არიელ ჰელვათან ჰქონდა ინტერვიუ, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება განვითარდეს ბრძოლის შემდეგ.
"მას შეიძლება ბრძოლის შემდეგ სილაც გავარტყა. ჩვენ ოქტაგონში ბრძოლას, რა თქმა უნდა, სპორტული სახე აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ნამდვილი ჩხუბი არაა. თუ უმარი ბოდიშს არ მომიხდის, ჩვენ ბრძოლის შემდეგაც ვიჩხუბებთ. დაღესტანში ჩასვლაც რომ მომიწიოს, ამას გავაკეთებ. იქ ბევრი მეგობარი მყავს და დიდ პატივს ვცემ იქაურ ხალხს, მაგრამ უმარი ჩემთან შეცდა და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს.
მე დიდ პატივს ვცემ ხაბიბის გუნდს, ისლამსა და სხვა მებრძოლებს, პრობლემა მხოლოდ უმართან მაქვს" - განაცხადა დვალიშვილმა ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება 19 იანვარს, კალიფორნიაში გაიმართება.
ცოტა ხნის წინ დასრულდა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით დაახლოებით 22:00 საათიდან. რაც შეეხება უშუალოდ პრესკონფერენციას, ორივე მებრძოლი თავის წარმატებაშია დარწმუნებული. მერაბ დვალიშვილი - "ყველაფე…
23 ოქტომბერს, თბილისში,GFC არენაზე Georgian Fighting Championship-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება. GFC 39 20:00 საათზე დაიწყება და MMA-ს გულშემატკივარი 9 დაპირისპირებას იხილავს. საღამოს მთავარი ბრძოლა GFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება.ერთმანეთს ნიკოლოზ „მგელი“ ბიბილაშვილი დ…
ლევან ჩოხელის მომავალი ბრძოლის გამართვის თარიღი და მეტოქის ვინაობა ცნობილია. 5 დეკემბერი, საუდის არაბეთი, რიადი - ივენთზე, სადაც მთავარ ჩხუბში ისრაელ ადესანია დაუპირისპირდება შარა მაგომედოვს, ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგე ისლამ დულატოვი იქნება. რა უნდა ვიცოდეთ ჩოხელის ოპონენტზ…
მერაბ დვალიშვილის ლეგენდარული სვლა გრძელდება. 2017 წლიდან - დღემდე, ვიხილეთ მისი დებიუტი UFC-ში, პირველი გამარჯვება, ტოპ 15-ში შესვლა, 61 კილოგრამ დივიზიონის წამყვან მებრძოლად ჩამოყალიბება, ქამრის მოპოვება, შემდეგ კი არაერთხელ დაცვა. ცალკე გამოსარჩევია ქართველი სპორტსმენის სტატის…
დასრულდა RKENA-სა და PFL-ის ერთობლივი ივენთი, რომელიც ქართველი მებრძოლების დომინირებით წარიმართა. საღამო გაიხსნა პრელიმ ქარდის 9 ჩხუბით, რომელშიც იყო 7 ქართველი მებრძოლი და ჩვენი სპორტსმენების მოგებით 5 დუელი დასრულდა. გამარჯვება მოიპოვეს მათე სანიკიძემ, ზუკა ივანიაძემ, გიორგი ფო…
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მეორე ბრძოლაში მისთვის ქამრის წართმევით, ქართველი სპორტსმენი უფრო თავმდაბალი გახდა. "დაუნდობელი" ასევე შეეხო მისი და ისლამ მახაჩევის კონფლიქტს, რომლის მიზეზი რუსეთის დ…
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა საშუალო წონით დივიზიონში, კრის უაიდმანმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მოახლოებული ბრძოლის თაობაზე ისაუბრა. ამერიკელი ვეტერანის თქმით, ქართველმა მებრძოლმა რუს მოწინააღმდეგეს კვლავ სიძულვილით უნდა შეხედოს ისე, როგორც 1-ელი ჩხუბისას. "მგონია, რომ მათი პ…