გამთენიისას, სამხრეთ ამერიკაში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა და გულშემატკივარმა 14 გატანილი გოლი იხილა.
ტურის ცენტრალური მატჩი არენა ფონტა ნოვაზე შედგა, სადაც ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაის უმასპინძლა — შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრედ, 1-1 დასრულდა.
ანგარიში სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტში გახსნეს. 55-ე წუთზე თავი ვალვერდემ გამოიჩინა და სტუმრები დააწინაურა. ზუსტად 7 წუთში, ჟერსონმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბუენოს აირესში პერუს ნაკრები მიიღო, მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და პირველი პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.
აღნიშნული შეხვედრის ერთადერთი გოლი ინტერის თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა გაიტანა — 27 წლის შემტევმა, ლიონელ მესის ასისტით ისარგებლა და არგენტინას მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…
საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს 3:1 სძლიეს. რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპ…