თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, რომელიც 2016 წლიდან იმართება.
მიმდინარე წელს, ფინიშთან მე-6 გათამაშება მივიდა. გადამწყვეტ მატჩში ტიტულისთვის ერთმანეთს ვალენსია და იუვენტუსი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა იტალიური გრანდის აკადემიამ მინიმალური სხვაობით, მეორე ტაიმში გატანილი ფაბიო ბადარაუს ერთადერთი გოლით მოიგო (0:1).
უნდა ითქვას, რომ დასრულებული გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, ვალენსიასგან განსხვავებით, იუვენტუსი დამაჯერებელი ვერ იყო: დამარცხდა უოტფორდთან (4-1) და დინამო თბილისთან (3-1): 7 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 ბურთის გატანა შეძლო. იუვენტუსმა თამაში ტურნირის ½ ფინალში იპოვა, როცა კვლავ დინამო თბილისს, დინამო არენაზე დაუპირისპირდა და უკეთესი ფეხბურთი აჩვენა. აღნიშნულ შეხვედრაში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და ქართული გუნდი თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
დადებითი სიტყვები შეგვიძლია ვუთხრათ დინამო თბილისის აკადემიას, რომელმაც გამორჩეულად დასამახსოვრებელი მატჩები შემოგვთავაზა, თუმცა ცალკე უნდა გამოვყოთ მე-3 ადგილისთვის შეხვედრაც, რომელიც სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ხარისხით ვერ გამოირჩა. დინამო თბილისი უოტფორდის წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0:1), როცა ჯგუფის მატჩში, ინგლისურ გუნდს დამაჯერებლად მოუგო და 3 უპასუხო გოლი გაუტანა (3:0).
დარასელიას თასის გათამაშებაში სულ 6 გუნდი მონაწილეობდა: დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, იუვენტუსი (იტალია), უოტფორდი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი) და გალათასარაი (თურქეთი).
ტურნირზე დაკავებული ადგილები:
მე-6 ადგილი: გალათასარაი (თურქეთი);
მე-5 ადგილი: ლოკომოტივი (თბილისი);
მე-4 ადგილი: დინამო (თბილისი);
მე-3 ადგილი: უოტფორდი (ინგლისი);
მე-2 ადგილი: ვალენსია (ესპანეთი);
თასის გადაცემის ცერემონიალამდე, პოზიციების მიხედვით გამორჩეულ ფეხბურთელებს სამახსოვრო პრიზები: დინამო თბილისის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, ძმებმა არველაძეებმა და ვლადიმერ გუცაევმა გადასცეს. ზარაფხანასა და ტურნირის ორგანიზატორი Sports Orient-ის თანამშრომლობით შექმნილი მედალი კი, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს, დარასელია თასი 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელმა, მარკ მარტინესმა მიიღო, რომელიც ვალენსიას წარმოადგენდა.
ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ტაიმი 35 წუთს გრძელდებოდა (გარდა ფინალისა, ტაიმი: 40 წუთი). გათამაშების არსებობის განმავლობაში პირველად, მატჩები სრულად ბუნებრივსაფარიან მოედნებზე იმართებოდა: ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და საგურამოში, ს.კ ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე. ½ ეტაპის მატჩებისა და ფინალის მასპინძელი დინამო არენა იყო.
ტურნირის ფორმატი: გუნდები A და B ჯგუფში ნაწილდებიან, პირველადგილოსნები ნახევარფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ჯვარედინული პრინციპით (A2-B3; B2-A) ერთმანეთს მეოთხედფინალში უპირისპირდებიან. მეოთხედფინალის გამარჯვებულები ბრძოლას თასისთვის განაგრძობენ, დამარცხებულები კი ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის მატჩში ხვდებიან. ჩატარდება მე-3 ადგილისთვის შეხვედრაც.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…