ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული.
ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია.
კერძოდ, France Football-ის რედაქციასთან და შერჩევის პროცესში ჩართულ სხვა პირებთან ერთად მონაწილეობს იმ 30 ფეხბურთელის სიის მომზადებაში, რომლებიც ოქროს ბურთზე არიან წარდგენილი.
კენჭისყრის შედეგებზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია და გამარჯვებულის ვინაობა ცერემონიამდე საიდუმლოდ ინახება, გამარჯვეულის ვინობა კი მხოლოდ გარსიამ იცის.
ხმის მიცემა უკვე დიდი ხანია დასრულებულია, შესაბამისად, გარსიას ოქროს ბურთის გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია აქვს, ჩვენ კი მის ვინაობას 26 ოქტომბერს შევიტყობთ.











