ევროპა ლიგის მესამე ტურის ადრეული მატჩები დასრულდა. მაყურებელმა ჯამში 7 შეხვედრა იხილა, სადაც საკმაოდ საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა. ჩვენი ყურადღება აინტრახტი-რიგას ფუტბოლა სკოლას მატჩისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ლაშა ოდიშარიამ ითამაშა. ქართველის გუნდი მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა — ოდიშარიამ მოედანზე 83 წუთი გაატარა. რიგასის რიგებში თამაშის საშუალება არ მისცემია კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს, კერძოდ ლუკა სილაგაძეს.
რომა 1:0 დინამო კიევი
ივან იურიჩის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. "ჯალოროსიმ" მეტოქე საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და პირველი 3 ქულის მოპოვება მოახერხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი არტემ დოვბიკის ანგარიშზეა. 27 წლის ფორვარდმა დინამო კიევს 23-ე წუთზე პენალტი გაუტანა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
ყარაბახი 0:3 აიაქსი
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ამსტერდამის აიაქსმა, რომელმაც ბაქოში მეტოქე უშანსოდ, 0:3 დაამარცხა. ფრანჩესკო ფარიოლის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 7 ქულის მოგროვება მოახერხა და დროებით სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე გადაინაცვლა.
აიაქსის მხრიდან გოლების გატანა კენეტ ტეილორმა, ვუტ ვეგჰორსტმა და ჩუბა აკპომმა მოახერხეს.
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…
საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს 3:1 სძლიეს. რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპ…
ევროპა ლიგაზე მე-3 ტურის მატჩები დასრულდა. მაყურებლებმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრები იხილეს, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ინგლისში გაიმართა, სადაც ბორნმუთმა მილანს უმასპინძლა. მარკო როზეს გუნდმა ძალიან კარგი პერფორმანსი ა…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.