საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემოდგომის სანაკრებო ციკლს 10 ოქტომბერს, შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას იენჩეპინგის სტადსპარკსვალენი უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ჩვენს გუნდს უკვე 15 ოქტომბერს, ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე აქვს შეხვედრა ჩანიშნული.
მომავალი, უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებების წინ მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და 21-წლამდე ნაკრების წევრმა, ირაკლი აზაროვმა ისაუბრეს.
რამაზ სვანაძე (მთავარი მწვრთნელი):,,დასკვნით ეტაპზე ვართ. გეგმა, რომელიც პირველივე მატჩიდან გვქონდა, რომ ბოლო ტურებამდე საქმეში ვყოფილიყავით, შევასრულეთ, რაც კარგია. ამ ყველაფრის უკან უდიდესი შრომაა.
ეს ყველაფერი ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, თუმცა უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვს. ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად იციან, რა დონის გუნდის წინააღმდეგ, რა დონის მატჩი ელით, ამიტომ, მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი საჭირო აღარ არის, ყველაფერი ნათელია.
რეალურად, ეს ფსიქოლოგიური სატესტო მატჩი იქნება, სადაც ხასიათს, რომელიც ჩემს გუნდს ყოველთვის ჰქონდა და გამოარჩევდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება. ჩემი ფეხბურთელების მჯერა. მარტივი არ იქნება, როგორც ხდება ხოლმე, მოსამზადებლად დიდი დრო არ მოგვეცა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენეთ და შვედეთთან მატჩისთვის მზად ვართ".
ირაკლი აზაროვი (21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი):,,21-წლამდე ნაკრებში დაბრუნება მიხარია. რა თქმა უნდა, მიხარია ისიც, რომ გუნდს ასეთი მნიშვნელობის მატჩში ვეხმარები. შვედეთსა და ჩრდილოთ მაკედონიასთან შეხვედრების მნიშვნელობა კარგად ვიცით, ყველანაირად ვემზადებით, რათა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ".
შვედეთთან მატჩს, დისციპლინარული სანქციის გამო, ლუკა გაგნიძე (სამი გაფრთხილება) გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს: საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია) და დავით ზურაბიანი (კოლხეთი 1913) ვერ დაეხმარებიან.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები:ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები C ჯგუფში: ნიდერლანდებთან, შვედეთთან, მოლდოვასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან ერთადაა. 8 მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 16 ქულა აქვს (5 მოგება/1 ფრე/2 მარცხი - ორივე ნიდერლანდებთან) და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. 13 ქულით შვედეთი მე-3 პოზიციაზეა, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 27 ქულა აქვს.
2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი გუნდი ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეიოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდება.
10 და 15 ოქტომბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…