უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირება გულშემატკივრებში ყველაზე მომთხოვნადი ბრძოლის სახელს ატარებს. თავდაპირველად, ეს იდეა თოფურიას ქვემსუბუქში ასპარეზობის დროსაც განიხილებოდა, მაგრამ "ლეგენდის" წონის ცვლილებამ ეს სპორტული ინტერესი ბევრად რეალისტური და დამაინტრიგებელი გახადა. დაღესტნელ ჩემპიონთან შეხვედრის სურვილი ილიამ უკვე არაერთხელ დააფიქსირა, მაგრამ აშკარაა, რომ მახაჩევი და თავისი გუნდი ამ შემოთავაზებაზე უარს გარკვეული მიზეზების გამო აცხადებს.
ამ ყველაფრის ხელის შემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ ისლამის პოზიცია მისი და ილიას სატიტულო ბრძოლის თაობაზე. მახაჩევის აზრით, ქართველი მსუბუქწონოსანი ქამარზე ჩხუბს არ იმსახურებს და მან ეს ყველაფერი, უპირველესყოვლისა, უნდა დაიმსახუროს. ამ მიზეზს ემატება ისლამის სამომავლო გეგმაც - ქვესაშუალო წონის ქამრის ხელში ჩაგდება.
მისივე გადმოცემით, 70 კგ ჩემპიონის მთავარი ოცნება ორი ქამრის ერთად ფლობაა და იგი ამას კარიერის განმავლობაში აუცილებლად შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონი - ბელალ მუჰამედი დაღესტნელი ათლეტის თანაგუნდელია, MMA-ის ესპანელი ანალიტიკოსის - ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით ვიგებთ, რომ ისლამი მეტოქის შერჩევას ბელალ მუჰამედის მომავალი შედეგის ფონზე აპირებს.
"ისლამი გეგმავს, რომ ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლას დაელოდოს UFC 315-ზე, რათა მომავალი მეტოქის ვინაობა გადაწყვიტოს" - განაცხადა ესპანელმა რეპორტიორმა თავის გადაცემაში.
ზემოხსენებული თემის შესახებ საბრძოლო სიახლეებს, ფანთა უმრავლესობა უკვე დიდი ხანია ელოდება, რადგან ამ საკითხთან ასოცირებულ 1 გადაწყვეტილებასაც კი შეუძლია, რომ მთლიანი მსუბუქი დივიზიონის სამომავლო ასპარეზი შეცვალოს.
ისლამის წონის ცვლილების შემთხვევაში, სატიტულო ბრძოლის ყველაზე ლოგიკურ იდეად მაინც ილიასა და ოლივეირას შეხვედრა რჩება, რადგან "Do Bronx"-ის გადმოცემით, ქამარზე ჩხუბის შემთხვევაში იგი ნებისმიერ მებრძოლს შეერკინება.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები მსუბუქ დივიზიონში და ვიხილავთ თუ არა გადამწყვეტ ცვლილებებს ახლო მომავალში.
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
ცოტა ხნის წინ დასრულდა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით დაახლოებით 22:00 საათიდან. რაც შეეხება უშუალოდ პრესკონფერენციას, ორივე მებრძოლი თავის წარმატებაშია დარწმუნებული. მერაბ დვალიშვილი - "ყველაფე…
23 ოქტომბერს, თბილისში,GFC არენაზე Georgian Fighting Championship-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება. GFC 39 20:00 საათზე დაიწყება და MMA-ს გულშემატკივარი 9 დაპირისპირებას იხილავს. საღამოს მთავარი ბრძოლა GFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება.ერთმანეთს ნიკოლოზ „მგელი“ ბიბილაშვილი დ…
ლევან ჩოხელის მომავალი ბრძოლის გამართვის თარიღი და მეტოქის ვინაობა ცნობილია. 5 დეკემბერი, საუდის არაბეთი, რიადი - ივენთზე, სადაც მთავარ ჩხუბში ისრაელ ადესანია დაუპირისპირდება შარა მაგომედოვს, ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგე ისლამ დულატოვი იქნება. რა უნდა ვიცოდეთ ჩოხელის ოპონენტზ…
მერაბ დვალიშვილის ლეგენდარული სვლა გრძელდება. 2017 წლიდან - დღემდე, ვიხილეთ მისი დებიუტი UFC-ში, პირველი გამარჯვება, ტოპ 15-ში შესვლა, 61 კილოგრამ დივიზიონის წამყვან მებრძოლად ჩამოყალიბება, ქამრის მოპოვება, შემდეგ კი არაერთხელ დაცვა. ცალკე გამოსარჩევია ქართველი სპორტსმენის სტატის…
დასრულდა RKENA-სა და PFL-ის ერთობლივი ივენთი, რომელიც ქართველი მებრძოლების დომინირებით წარიმართა. საღამო გაიხსნა პრელიმ ქარდის 9 ჩხუბით, რომელშიც იყო 7 ქართველი მებრძოლი და ჩვენი სპორტსმენების მოგებით 5 დუელი დასრულდა. გამარჯვება მოიპოვეს მათე სანიკიძემ, ზუკა ივანიაძემ, გიორგი ფო…
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მეორე ბრძოლაში მისთვის ქამრის წართმევით, ქართველი სპორტსმენი უფრო თავმდაბალი გახდა. "დაუნდობელი" ასევე შეეხო მისი და ისლამ მახაჩევის კონფლიქტს, რომლის მიზეზი რუსეთის დ…