ფილიპე კოუტინიომ საფეხბურთო კარიერის განახლების შემდეგ, პირველი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ნახევარმცველმა ვასკო და გამა დატოვა ფსიქოლოგიური გადაღლილობის მიზეზით, რის შემდეგაც ბრაზილიელი ფლეიმეიქერი 7 თვის მანძილზე უკლუბოდ იყო. სექტემბერში, ნეიმარ ჟუნიორის ინიციატივით, ლივერპულის ექს-გამთამაშებელი სანტოსს შეუერთდა.
34 წლის ნახევარმცველის ქამბექი შედგა მარაკანაზე, ფლუმინენსესთან მატჩში, სადაც მან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელთა ყოფილი მე-10 ნომრისა და ნეიმარის გარდა, მოედანზე იყვნენ სხვა ისეთი ვეტერანი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჰალკი, განსო, გაბიგოლი, სათადარიგოებს შორის კი ტიაგო სილვა დარჩა.
O primeiro gol de Philippe Coutinho pelo Santos! O camisa 11 marcou o gol da virada sobre o Fluminense, no Maracanã. #futebol #santos #brasileirão #ge https://t.co/au2sEYyPtI
— ge (@geglobo) October 18, 2026












