"გერმანიაში ტურნირი ტარდებოდა, სადაც მონაწილეობას იუვენტუსის, ბაიერნის, ინტერისა და დორტმუნდის ლეგენდები იღებდნენ. ყველა გუნდს აკადემიის 2 ფეხბურთელი უნდა ჰყოლოდა. ინტერის აკადემიიდან მე და ჩემი თანაგუნდელი, ნიკა ნატიშვილი აგვარჩიეს. ეს ყველაფერი 1 თვით ადრე გავიგე და ისე ვემზადებოდი, როგორც არასდროს"
"იუვენტუსთან თამაშის წინ, ძანეტი და კამბიასო მოვიდნენ და გვეუბნებიან, ოღონდ ამათთან მოვიგოთ და თანახმა ვარ, დანარჩენი თამაშები დავთმოთო"
"ტურნირის შემდეგ, წვეულება მოეწყო, ღამე იყო, მე და ნიკა იმ ბარში შევედით, სადაც ტურნირის მონაწილეები იყვნენ. გვაინტერესებდა, როგორ ერთობიან დიდი ფეხბურთელები თავისუფალ დროს. უცებ, უკნიდან ჯორჯო კიელინიმ მხარზე ხელი დამადო და გვეუბნება, აქ რას აკეთებთო. თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება, ფეხბურთელები ხართ და დაისვენეთო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით გვითხრა, გაიცინა და თავისთან გვიხმო"
ასეთი საინტერესო ისტორიები გადახდათ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დაჩი ცალუღელაშვილს და ნიკა ნათიშვილს გერმანიაში ჩატარებულ "Infinity League"-ს ტურნირზე. დაჩი და ნიკა ინტერის აკადემიის ფეხბურთელები არიან და წილად ხვდათ პატივი, რომ ამ გუნდის ლეგენდებთან, ძანეტისთან, კამბიასოსთან, კარაგუნისთან და სხვებთან ერთად ეთამაშათ. ინტერმა ოთხთა ტურნირზე 2 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა.
პარალელურად, ამ გუნდების ქალი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ. სამწუხაროდ, ინტერის ქალმა ფეხბურთელებმა ყველა თამაში დათმეს და ამის გამო, საერთო ჯამში, ძანეტის, კამბიასოს, დაჩის და ნიკას საჩემპიონოდ ქულები არ ეყოთ.
გარდა ტურნირისა ქართველ ტალანტებს ინტერის ლეგენდებთან ერთად მატჩისწინა მომზადებისა და მათთან ერთად სასტუმროში ცხოვრების საშუალება მიეცათ.
დაჩი ცალუღელაშვილი:"ინტერის ლეგენდებთან ერთად თამაში დიდი გამოცდილება და სიამოვნება იყო. მოედნის მიღმა, ისინი ცდილობდნენ ჩვენთან მეგობრულები ყოფილიყვნენ, კომუნიკაციაში შემოდიოდნენ და ბევრ რამეს გვეკითხებოდნენ. ყველაზე ხშირად კამბიასო მესაუბრებოდა და ჩემი საფეხბურთო კარიერით ინტერესდებოდა. ტურნირის დაწყების წინ მითხრა, როცა შანსი მოგეცემა მცველების მოტყუებაზე წადი და კარში ხშირად ურტყიო"
ნიკა ნათიშვილი:"თამაშის წინ, ცოტას ვნერვიულობდით, მაგრამ მოედანზე რომ შევედით, გავთავისუფლდით და დიდი სიამოვნება მივიღეთ. დიდ ფეხბურთელებთან ერთად თამაში რთული იყო, მაგრამ გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება. ინტერის ლეგენდები მეგობრულად გვექცეოდნენ და სულ ჩვენთან ერთად იყვნენ"
როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელები ზემოთ გვიყვებიან, ამ ტურნირზე კამბიასოს და ძანეტის მთავარი მიზანი და მოტივაცია იუვენტუსის დამარცხება იყო. დაჩიმ და ნიკამ ლეგენდებს ეს სურვილი შეუსრულეს. მეტიც, ნათიშვილმა იუვენტუსს გოლიც გაუტანა.
"გოლი რომ გავიტანე, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა და უბრალოდ გამეხარდა. თამაშის შემდეგ გავიაზრე, სად, ვისთან და რა ვითარებაში შევძელი გოლის გატანა და უბედნიერესი ვიყავი"
ინტერის აკადემიის ტალანტები გვპირდებიან, რომ ეს გერმანული თავგადასავალი მათთვის მოტივაცია იქნება, რათა მომავალში დიდი ფეხბურთი ითამაშონ.
"ჩამოვედით, გუნდთან ერთად ვარჯიში განვაახლეთ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ და ორმაგი მოტივაცია გვაქვს, რომ ამ მიღებული გამოცდილებით, კარიერაში პროგრესი არ შევწყვიტოთ და მათსავით დიდი ფეხბურთი ვითამაშოთ", - აღნიშნეს დაჩიმ და ნიკამ ჩვენთან საუბარში.
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ
ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. დინამოელებმა უშუალო კონკურენტი 0:2 დაამარცხა და სატ…
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…