მილანის ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ სერია ა-ს ოფიციალურ იუთუბ არხს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან თავისი განვლილი კარიერა გაიხსენა. ყოფილმა ქართველმა უკანახაზელმა გაიხსენა პაოლო მალდინის გვერდით თამაში, "როსონერიში" გადასვლის მომენტი და ამ გუნდთან ერთად ტიტულების მოგება. "შავ-წითლების" ყოფილმა მცველმა ასევე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"დავიბადე სამტრედიაში და პირველი ნაბიჯები ფეხბურთში სწორედ იქ გადავდგი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე მილანში ვითამაშებდი. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც სამტრედიის აკადემიის მწვრთნელმა მითხრა, რომ ფეხბურთს ვერასდროს ვითამაშებდი. მისმა სიტყვებმა ჩემი მოტივაცია გააორმაგა.
"როსონერიში" გავატარე ცხრა დაუვიწყარი წელი და ამ გუნდთან ერთად მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც კი შესაძლებელი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამხელა ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბის ნაწილი ვიყავი. ჩვენ ვიყავით დიდი ოჯახი, ეს ანჩელოტის დამსახურება იყო. ის მართლაც დიდებული სპეციალისტია.
რაც შეეხება მალდინის, ის ჩემი კერპი იყო და მისი სურათები ოთახში მქონდა გაკრული. გავიდა დრო და საფეხბურთო მოედანზე ჩემი საყვარელი მოთამაშის გვერდით მოვხვდი. პაოლო არის არაჩვეულებრივი პიროვნება, ნამდვილი კაპიტანი და ფეხბურთელი, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მასთან ხშირად ვკონტაქტობ, მამამისი ბადრი კი ჩემი ახლო მეგობარია. სანამ ნაპოლი მასთან გააფორმებდა კონტრაქტს, ისინი მე მესაუბრნენ. "პარტენოპეის" ავუხსენი, თუ რამდენად კარგ მოთამაშეს იმატებდნენ ხვიჩას სახით. მან ითამაშა იმდენად კარგად, რომ ისინი დღემდე ჩემი მადლიერები არიან", - განაცხადა 46 წლის ყოფილმა მცველმა.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…