გუშინ ღამით NBA-ის პლეიოფის პირველი სერიის, ოთხი ძალიან საინტერესო მატჩი ვიხილეთ, როგორც დასავლეთ კონფერენციაში, ისე აღმოსავლეთში.
აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა ბოსტონ სელტიკსმა მაიამი ჰიტი საკუთარ კედლებში მარტივად, 114:94 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. ბოლო მეოთხედის გარდა, ჯო მაზულას გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ბოსტონიდან საუკეთესო ჯეისონ ტატუმი იყო - 23 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი.
მაიამის მხრიდან კი გამორჩეული ბემ ადებაიო იყო. 26 წლის ამერიკელის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი იყო. მეორე მატჩი 25 აპრილს კვლავ ბოსტონში გაიმართება, თბილისის დროით 03:00 საათზე.
აღმოსავლეთ კონფერენციის კიდევ ერთ მატჩი გაიმართა მილუოკში, სადაც ადგილობრივმა ბაქსმა ინდიანა პეისერსი დამაჯერებლად, 109:94 დაამარცხა და სერიაში დაწინაურება მოახერხა. მესამე მეოთხედის გარდა, მილუოკი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. შეხვედრის MVP დემიან ლილარდი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 35 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოუტანა. ინდიანადან გამორჩეული კი პასკალ სიაკამი იყო - 36 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი. მეორე შეხვედრას ისევ ფისერვ ფორუმ არენა უმასპინძლებს, მატჩი 24 აპრილს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება. ეს წყვილი პლეიოფებში ერთ-ერთი ყველაზე თანაბარია, შესაბამისად, წინ ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება.
რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, აქაც ორი მატჩი ვიხილეთ, სადაც ასევე მასპინძელმა გუნდებმა შეძლეს სერიაში დაწინაურება. ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია ლოს ანჯელეს კლიპერსი-დალას მავერიქსი, სადაც პირველ შეხვედრაში გამარჯვება ტაირონ ლუს გუნდმა შეძლო, 109:97. პარკეტზე მაყურებელმა ტოპ კალათბურთი იხილა - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ისეთი მოთამაშეები როგორიც არიან: პოლ ჯორჯი, ლუკა დონჩიჩი, კაირი ირვინგი, ჯეიმს ჰარდენი, რასელ ვესტბრუკი და სხვა.
საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლუკა დონჩიჩი იყო - 33 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი, თუმცა ეს სტატისტიკა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კლიპერსის მხრიდან კარგი მატჩი ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა, 2 მოხსნა და 8 პასი იყო. სერიის მეორე შეხვედრა 24 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.
გუშინდელი მატჩებიდან ყველაზე დაძაბული ოკლაჰომა სიტის და ნიუ ორლეანს პელიკანსის დაპირისპირება აღმოჩნდა, სადაც გამარჯვება მასპინძელმა გუნდმა მოიპოვა, 94:92. პირველი ორი მეოთხედი გუნდებმა ფრედ დაასრულეს, ოკლაჰომამ კი დაწინაურება მესამე მეოთხედში შეძლო, რა დროსაც შაი გილგეუს-ალექსანდერმა საკუთარ გუნდს ულიდერა და მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო. პელიკანსს ბოლო მეოთხედი კარგი ჰქონდა, თუმცა გამარჯვება მაინც ოკლაჰომას დარჩა.
MVP გილგეუს-ალექსანდერმა გახდა - 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი. პელიკანსიდან გამორჩეული მოთამაშე ტრეი მერფი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა მოუტანა. სერიის მეორე მატჩი 25 აპრილს, თბილისის დროით 05:30 საათზე გაიმართება.
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…
საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს 3:1 სძლიეს. რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპ…