ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ინის ეტაპი დაიწყო. დასავლეთ კონფერენციის მეცხრე და მეათეადგილოსნებმა ერთმანეთში საინტერესო ბრძოლა გამართეს, სადაც გამარჯვებული საკრამენტო კინგსი დარჩა. სტეფ კარისა და მისი გოლდენ სტეიტისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. გუშინ, გვიან ღამით გამართული მატჩში მასპინძლებმა 118:94 გაიმარაჯვეს.
გოლდენ სტეიტის ლიდერმა, სტეფენ კარიმ 22 ქულა მოაგროვა, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საკრამენტოდან კიგან მიურეი, 32 ქულით და 9 პასით, იყო.
საკრამენტოს შემდეგი მატჩი ნიუ ორლეანს პელიკანსთან ელოდება, ამ შეხვედრაში გაირკვევა დასავლეთიდან პლეიოფის ბოლო მონაწილე გუნდი, რომელიც პირველ რაუნდში ოკლაჰომას შეხვდება.
გუშინ ღამით გაირკვა დასავლეთ კონფერენციაში პლეიოფის მეშვიდე მონაწილე გუნდის ვინაობაც - ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სტუმრად ნიუ ორლეანს პელიკანსის დამარცხება მოახერხა.
ლებრონის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი იყო. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი ზაიონ უილიამსონი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 40 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი.
ლეიკერსი პლეიოფის პირველ რაუნდში დენვერ ნაგეტს შეხვდება.
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…
საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს 3:1 სძლიეს. რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპ…