გუშინ ღამით NBA-ის პლეიოფის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც სერიაში დაწინაურება რამდენიმე გუნდმა მოახერხა.
გამართული სამი შეხვედრიდან, ყველაზე დაძაბული ნიუ იორკ ნიქსი-ფილადელფია სიქსერსის მატჩი აღმოჩნდა. ნიკ ნურსის გუნდმა მეტოქის დამარცხება ოვერტაიმში მოახერხა, 106:112. მედისონ სქვერ გარდენზე შეკრებილმა მაყურებელმა, პლეიოფის სტადიის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იხილა.
პარკეტზე საუკეთესო ტაირიზ მაქსი იყო, რომელმაც 46 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და გუნდელები 9 პასითაც მოამარაგა. ნიქსიდან გამორჩეული მოთამაშე ჯალენ ბრანსონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 40 ქულა მოუპოვა.
სერიის მე-6 მატჩს უკვე ფილადელფია უმასპინძელბს. შეხვედრა 3 მაისს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
საოცრად დაძაბული მატჩი გამოდგა კლივლენ კავალიერსი-ორლანდო მეჯიქიც, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 104:103. როქეთ მორტგეიჯის ბინადარმა გუნდმა, სერიაში დაწინაურება მოახერხა.
მატჩის MVP პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 4 პასიც მიითვალა. კლივლენდს კი დონოვან მიჩელმა ულიდერა - 28 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი.
სერიის მე-6 შეხვედრა ორლანდოში გაიმართება, 4 მაისს, თბილისის დროით 00:00 საათზე.
ყველაზე გვიან მილუოკი ბაქსი-ინდიანა პეისერსის მატჩი გაიმართა, სადაც რიკ კარლისლის გუნდმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა, 115:92. ფისერვ ფორუმ ცენტრის ბინადარმა, ამ გამარჯვების შემდეგ, სერიაში ინდიანას უპირატესობა მინიმუმამდე შეამცირა.
შეხვედრაში საუკეთესო კალათბურთელი კრის მიდლტონი იყო, რომელმაც 29 ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს.
სერიის მომდევნო შეხვედრა ინდიანაში გაიმართება. მატჩი 3 მაისს, თბილისის დროით 00:00 საათზე ჩატარდება.
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…
საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს 3:1 სძლიეს. რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპ…