NBA-ის პლეიოფის 1/4-ფინალური დაპირისპირებები გრძელდება. გუშინ ღამით მაყურებელმა კიდევ ორი მატჩი იხილა.
მინესოტა ტიმბერვულვზმა სერიაში ანგარიში 2-0 გახადა. კრის ფინჩის გუნდმა დენვერ ნაგეტსი მარტივად, 80:106 დაამარცხა. მესამე მეოთხედის გარდა, მინესოტა თავიდან ბოლომდე დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც საბოლოო ჯამში ანგარიშშიც აისახა.
მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა. 22 წლის ამერიკელმა 27 ქულა ჩააგდო, 2 მოხსნა შეასრულა და 7 შედეგიანი პასიც გააკეთა.
სერიის მესამე შეხვედრა უკვე მინესოტაში გაიმართება. მატჩი 11 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზეა ჩანიშნული.
სერიის პირველი მატჩი გაიმართა მედისონ სქვერ გარდენ არენაზე, სადაც ადგილობრივმა ნიუ იორკ ნიქსმა, მძიმე ბრძოლაში ინდიანა პეისერსი 121:117 დაამარცხა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც ნიქსმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა.
პარკეტზე საუკეთესო ჯალენ ბრანსონი იყო, რომელმაც 43 ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს. ამის გარდა ამერიკელმა 6 მოხსნაც შეასრულა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
სერიის მეორე მატჩი ისევ ნიუ იორკში გაიმართება - 9 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე.
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…
საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს 3:1 სძლიეს. რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპ…