ალმატას ტურნირის 1/16 ფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოცდილ ხორვატს მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა.
პირველი სეტი ნიკოლოზმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6:2 დაამარცხა.
მეორე სეტში ჩილიჩმა მოუმატა და მეტოქეს ბრეიკის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ბოლო გეიმში ბასილაშვილმა მაინც დააბრეიკა, 7:5 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ცნობილია, რომ ალმატას ტურნირის 1/8 ფინალურ ეტაპზე ქართველის მეტოქე არგენტინელი დიაზ აკოშტა იქნება.
BIG WIN FOR NIKOLOZ BASILASHVILI IN KAZAKHSTAN 🇬🇪 World No. 128 gets past Marin Cilic 6-2, 7-5 in the opening round of the Almaty Open. An impressive display to move forward in the tournament. https://t.co/NxOspThYeJ
— Kalshi Tennis (@KalshiTen) October 19, 2026


















