LaGazzetta-ს სტუდიაში პოდკასტი "ინსაიდ რაგბის" მორიგი ეპიზოდი ჩაიწერა, სადაც საინტერესო თემებზე შედგა საუბარი. ჩვენმა წამყვანებმა გიორგი ბარბაქაძემ და ანტონ ფეიქრიშვილმა მსოფლიო დონის ქართველ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს უმასპინძლეს და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
პოდკასტის პირველ ნაწილში სტუმარმა განიხილა წესების პოტენციურ ცვლილებაზე, რაც დაანონსებულია უახლოეს თვეებში — ამაშუკელმა ახსნა, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ წესის ცვლილება, რა პროცედურების გავლაა საჭირო და როგორ არის თავად ამ ყველაფერში ჩართული.
ახალი ეპიზოდის მეორე ნაწილი დაეთმო ზოგადად მსოფლიო მსაჯობას, თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დიდ ტურნირებზე, როგორი წესები აქვთ ყველა მათგანს, რით განსხვავდებიან სხვებისგან და რა კონკრეტულ მითითებებს იღებენ ტურნირის ორგანიზატორებისგან ყოველი მატჩის წინ.
პოდკასტის მიმდინარეობისას, ასევე განიხილეს ქართული რაგბი, როგორც სანაკრებო დონეზე, ასევე შიდა ჩემპიონატის ამბები. ასევე იყო დისკუსია ზოგადად უცხოურ რაგბიზე და განიხილეს შეძლებისდაგვარად ყველა დიდი ტურნირი.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…