2024 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სატრანსფერო ამბავი ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს უკავშირდებოდა. პარიზული კლუბი ქართველი ფეხბურთელის დამატებას დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ცდილობდა — ლუის კამპოშმა კვარაცხელიას სანაცვლოდ, მინიმუმ, 3 შეთავაზება გააკეთა, მათ შორის ყველაზე მაღალი, €100 მილიონიანი, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა ყველა ეს შეთავაზება დაბლოკა და ქართველი ფეხბურთელი შეინარჩუნა.
ამ ამბებიდან დაახლოებით 3 თვის თავზე კი ნაპოლი და კვარაცხელიას წარმომადგენლები ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ ხერხდება. ნაპოლი ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით €5-6 მილიონს სთავაზობს, როცა მამუკა ჯუღელი €8 მილიონს ითხოვს. პრობლემაა ასევე გამოსასყიდი თანხაც — ნაპოლი კონტრაქტში მინიმუმ €100 მილიონის ჩაწერას ითხოვს, როცა ქართველის წარმომადგენლები თანახმა მხოლოდ €80 მილიონზე არიან. სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ დრომდე ახალი კონტრაქტის გაფორმება. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მხარეები გარკვეული სახის დათმობაზე შეიძლება წავიდნენ, რადგან ორივე მხარის სურვილია თანამშრომლობა გაგრძელდეს. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მხარეები კი ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას განიხილავენ.
პსჟ საქმიდან გავიდა? - არა, პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და თუ ქართველი ფეხბურთელი და "პარტენოპეი" ახალ ხელშეკრულებაზე სეზონის ბოლომდე ვერ შეთანხმდებიან, ფრანგული გრანდი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, საქმეში დაბრუნდება. ლუის კამპოში და ლუის ენრიკე კვარაცხელიას დიდი გულშემატკივრები არიან და მის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებენ.
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა The Athletic-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. "მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის დროს 3 ფეხბურთელის დამატება ვითხოვე, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი გუნდს გააძლიერებდნენ. პირველ რიგში, ეს ჰარი კეინი იყო. მის დასამ…
დადასტურებულად — ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, გამოცდილი ინგლისელი ფორვარდი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცემა კეინის ბაიერნიდან შესაძლო წასვლის შესახებ წერდა, ი…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკო მადრიდთან დამარცხდნენ, ლისანდრო მარტინესი კლუბის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდა, რის გამოც არგენტინელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, დაისჯება. ამ დრომდე გაურკვეველია მაიკლ კერიკი…
დადასტურებულად — ხეტაფე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც ესპანურმა კლუბმა ინგლისელ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი შეთავაზება გაუკეთა. შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყველა კლუბს სრულიად უფასო…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt.com-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ბოლო განახლების შემდეგ, TOP 10-ში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ათეულში კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვ…