საქართველო - საბერძნეთის შეხვედრისთვის ყველაფერი მზად არის. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა 54 ათასი გულშემატკივრით ისტორიული მატჩის მომსწრე იქნება. უნდა ითქვას, რომ თამაშის მიმდინარეობისას ქომაგი არა მხოლოდ მომსწრე, არამედ თავისი მუხტით გარდამტეხი როლის შემსრულებელიც იქნება.
საფეხბურთო სამყაროში მიიჩნევა, რომ გულშემატკივარი სტადიონზე პრაქტიკულად მეთორმეტე მოთამაშის ფუნქციას ასრულებს. ბევრ გუნდში დამკვიდრებულია წესი, რომლის თანახმადაც 12-ნომრიან მაისურს ფეხბურთელებიდან არავინ იცვამს, რადგან ეს ნომერი სიმბოლურად სწორედ ქომაგებს ეკუთვნით.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით გავრცელებულია გერმანიაში, სადაც მიუნხენის ბაიერნში ან თუნდაც დორტმუნდის ბორუსიაში აღნიშნული ნომრით მოთამაშე ფეხბურთელს ვერ შენიშნავთ. დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას, სადაც ფეხბურთი სტადიონზე მოსული ქომაგების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
გავიხსენოთ თბილისის დინამოს ოქროს ეპოქა, როდესაც ლეგენდარული გუნდის თამაშის სილამაზე ერთი სანახაობა იყო და ის, თუ რა ხდებოდა სტადიონზე - მეორე სანახაობა. ქართულ კლუბს თავის საშინაო არენაზე დამარცხებული ჰყავს ლივერპული და როტერდამის ფეიენოორდი, ეს ყველაფერი 90 000-იანი ქომაგობის თანხლებით.
თანამედროვე ისტორიაში ქართული ფეხბურთის მდგომარეობა არც ისეთი სახარბიელოა, გულშემატკივარს არაერთი სამწუხარო მომენტი ახსოვს, თუმცა როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ვითარება, ერთი რამ უცვლელი რჩებოდა, ქომაგი თავის გუნდს გვერდში ბოლომდე ედგა. მზიან ამინდში, ქარში თუ წვიმაში, სადაც წავა საქართველოს ნაკრები, იქ იქნება ქომაგიც.
ყველას გვახსოვს ხორვატიის ნაკრების დამარცხებით გამოწვეული ბედნიერება, როდესაც გულშემატკივრებით გადაჭედილი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სიხარულისგან ზანზარებდა ისე, როგორც რომის კოლოსეუმი გლადიატორთა ბრძოლის დროს. ჩვენი ქვეყანა წარმოუდგენელია ფეხბურთის გარეშე, ისევე როგორც დინამო არენა ქომაგის გარეშე.
ქართველი გულშემატკივრისთვის მატჩის დღე არ არის მხოლოდ სტადიონზე მისვლა და 90 წუთის შემდეგ სახლში წასვლა, ეს არის სპორტული დღესასწაული, სადაც საფეხბურთო ატმოსფერო იქმნება თამაშის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. მსვლელობა, შეძახილები, სიმღერა, საფეხბურთო ატრიბუტიკა და ემოციურობა, რომელიც პიკს აღწევს.
ცხადია, ეს ყველაფერი საბერძნეთთან შეხვედრამდეც იქნება. გადამწყვეტ თამაშამდე ქართული სპორტის ქომაგები მსვლელობას გეგმავენ. გულშემატკივრები შეიკრიბებიან 18:00 საათზე, აღმაშენებლის 127 ნომერთან, შემდეგ კი დინამო არენისკენ დაიძვრებიან. ხვალ, მთელი საქართველო თეთრ-წითელი ფერებით იქნება დამშვენებული.
მატჩამდე დაელოდეთ ქართული სპორტის ქომაგებზე საინტერესო ვიდეოს ჩვენს Youtubeარხზე.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ყველა ბილეთი გაყიდულია, საბერძნეთის მხრიდან ჩამოსულია 2500 ქომაგი, დანარჩენი, 51 ათასზე მეტი ადგილი კი ჩვენებს ეკუთვნით. გვახსოვს ერთა ლიგის წინა ფინალი, რომელიც ერთგვარი შავი ლაქაა: ცარიელი ტრიბუნები და წაგება ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა!
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ფინალში ეყოლება არა ერთი, არამედ 51 ათასი მოთამაშით მეტი. მოედანზე იბრძოლებს მთელი საქართველო, რადგან სასწორზე ისტორიული, ევრო 2024-ის საგზურია. წინ დიდი გამარჯვებისკენ!
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…