მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა.
გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა.
მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა.
უელსი ლეგენდის აზრით, ოქროს ბურთი ლამინ იამალმა უნდა მოიგოს, რომელიც ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მოგეხსენებათ, დაჯილდოება 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული.











