ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ფრანგული პრესა საკმაოდ სენსაციურ და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს — ვინისიუს ჟუნიორი 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული არ გახდება! ბრაზილიელი ფეხბურთელის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ 24 წლის ვინგერი ოქროს ბურთის გამარჯვებულად არ დასახელდება. პრესის ინფორმაციით, მსგავსი მოლოდინი აქვთ მადრიდშიც.
ამ ამბის შემდეგ კი, არანაკლებ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს ესპანური პრესა. როგორც ირკვევა, რეალ მადრიდის მთლიანმა გუნდმა ოქროს ბურთის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადა! ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და კარლო ანჩელოტი დღევანდელ დაჯილდოებას არ დაესწრებიან, გადაწყვეტილება საბოლოოა და ამის შესახებ ოქროს ბურთის ორგანიზატორებმა უკვე იციან.
ესპანური გამოცემების თქმით, ოქროს ბურთს უდიდესი ალაბთობით, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი როდრი მოიგებს!
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…