საკლუბო სეზონი დაიწყო ახლახანს, თუმცა ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში უკვე გვხვდება რვა ფეხბურთელი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. მიმოვიხილოთ სეზონის ნაადრევად დასრულებული მოთამაშეების მდგომარეობა. როგორც ვიცით, ტრავმირებულ მოთამაშეებს შორის ერთი ქართველიც არის.
პრემიერ ლიგაში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა ორმა ფეხბურთელმა - როდრი ერნანდესმა და ერსონ მოსკერამ. ორივესთვის სეზონი უკვე დასრულებულია. ესპანელი ჩამშლელი დაზიანების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, სწორედ გადატვირთული გრაფიკის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა. მისი ტრავმა ლონდონის არსენალთან მატჩში მოხდა.
რაც შეეხება კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს, მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა 21 სექტემბერს, ბირმინგემის ასტონ ვილასთან შეხვედრაში. პრემიერ ლიგის მსგავსად, პრიმერა დივიზიონსაც ჰყავს ორი უიღბლო მოთამაშე: დანი კარვახალი და მარკ ბერნალი. პირველმა დაზიანება მიიღო გასულ უიკენდზე, ვილიარეალთან მატჩში.
მადრიდის რეალმა ესპანელ მარჯვენა მცველს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა და მას კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. რაც შეეხება ბარსელონას შუახაზელს, მან ყველასთვის მოულოდნელად სეზონი დაიწყო მთავარ გუნდში, მაგრამ რაიო ვალეკანოსთან მატჩი მისთვის ფატალური გამოდგა. "სამეფო კლუბმაც" და კატალონიელებმაც თავიანთი მოთამაშეები სეზონის ბოლომდე დაკარგეს.
ბოლოს კი სერია ა, სადაც ჯვარედინი მყესები ოთხმა ფეხბურთელმა გაიწყვიტა. სეზონის დაწყების წინ, საბა საზონოვი განათხოვრების წესით ტორინოდან გადავიდა ემპოლიში, მაგრამ ახალ კლუბში კარიერის რეანიმირება მან ვერ შეძლო, მიზეზი: ჯვარედინი მყესების გაწყვეტა. ქართველი უკანახაზელისთვისაც სეზონი დასრულებულია.
ჯანლუკა სკამაკას ჰქონდა ძალიან კარგი სადებიუტო სეზონი ბერგამოს ატალანტაში, რომლის შემადგენლობაში მან 44 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, იტალიელი ფორვარდის წარმატებული სვლა შეწყდა ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც მან მყესები გაიწყვიტა. იგივე უიღბლობა დაემართა ტურინის იუვენტუსის უკანახაზის ლიდერსაც, გლეისონ ბრემერს.
გასულ შაბათ-კვირას სეზონი დაასრულა "ხარების" ლიდერმა, დუვან საპატამაც, რომელმაც ჯვარედინი მყესები მილანის ინტერთან შეხვედრაში გაიწყვიტა. გარცელებული ინფორმაციით, "გრანატა" კოლუმბიელი ფორვარდის შემცვლელად განიხილავს მარიო ბალოტელის, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია.
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…