საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარემ, 18 წლის გიორგი ყავლაშვილმა უნიონ სენ ჟილთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში ახლახანს დაადასტურა და დაწერა, რომ კონტრაქტი 2028 წლამდე შედგა. საწყის ეტაპზე, ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ კლუბში მეოთხე მეკარედ მოიაზრება.
გიორგის მშობლები “სუხიშვილებში” 15 წლის მანძილზე ცეკვავდნენ, 2006 წელს კი ბელგიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, სადაც ქართული ანსამბლი “იმედი” დაარსეს.
1,92 სმ სიმაღლის მემარცხენე მეკარე, რომელსაც ფეხით თამაში საკმაოდ კარგად გამოსდის, სწორედ ბელგიაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არ დაუკარგავს. თავდაპირველად, მშობლების მიერ შექმნილ ანსამბლში ცეკვავდა და კალათბურთს მისდევდა, თუმცა 7 წლის ასაკში ფეხბურთით დაინტერესდა. კარიერა ანტვერპენში დაიწყო, შემდეგ იყო ვესტერლო. სწორედ ამ დროს უკავშირდება მოწვევა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში, როდესაც კარში საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავსტრიის წინააღმდეგ ჩადგა და საქართველოს ჰიმნი განსაკუთრებული მონდომებით შეასრულა, ლიეტუვის წინააღმდეგ კი, მატჩის დასაწყისშივე (მე-8 წუთზე), თერთმეტმეტრიანის მოიგერიება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ უნიონ სენ ჟილის მთავარი მწვრთნელი, ძალიან ახალგაზრდა, 37 წლის სებასტიენ პოკონიოლია, რომელსაც ბელგიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.
საინტერესოა, რომ 30 ტურის შემდეგ, უნიონ სენ ჟილი ბელგიის ჩემპიონატში 55 ქულით, მე-3 პოზიციას იკავებს და მე-2 ადგილოსან ბრიუგეს მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…