საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
3 სექტემბერს, შეკრების მეორე დღეს, ვილი საინოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილი აკლდა, რომელიც გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება.
ერთა ლიგისთვის მზადებისა და ეროვნულ ნაკრებში არსებული განწყობის შესახებ კომენტარი ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა:
"როგორც ყოველთვის, ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა.
ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელია. ვემზადებით ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.
ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. დინამოელებმა უშუალო კონკურენტი 0:2 დაამარცხა და სატ…
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…