როგორც მოგეხსენებათ, LaGazzetta.ge პარიზში პსჟ-ლივერპულის თამაშზე იმყოფებოდა. ამ სანახაობრივი მატჩის მეორე დღეს, შევეცადეთ, კლუბის შიდა სამზარეულო და მათი შიდა წესების შესახებ უფრო მეტი გაგვეგო.
გამოცდილ სპეციალისტს ლუის ენრიკეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს დალაგებული და ამაში კლუბიც ხელს უწყობს. შეიძლება ითქვას, კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის მწვერვალზეა მოხვედრილი.
ბევრი სხვა მწვრთნელის მსგავსად, ლუის ენრიკეს მთავარი მოთხოვნა დისციპლინაა. მატჩისწინა შეკრებაზე, საუზმის, ლანჩის, ვახშმის და თეორიის დროს ფეხბურთელებს ტელეფონების გამოყენება აკრძალული აქვთ. კვება სავალდებულოა ყველა მოთამაშისთვის და ისინი უნდა იყვნენ სასადილო ოთახში ზუსტად იმ დროს, როცა კვებაა ჩანიშნული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშეები დაჯარიმდებიან ან მატჩის განაცხადიდან ამოიშლებიან.
ექიმებთან შეთანხმებით, ლუის ენრიკეს ფეხბურთელებისთვის თავისი კვების რაციონი აქვს, სადაც ძირითადად ბოსტნეული და ხილი დომინირებს.
ენრიკე ფეხბურთელებს ფლეისთეიშენის თამაშს არ უკრძალავს, მაგრამ კომპიუტერული თამაშებით გართობის ნებას შეზღუდული დროით რთავს, რათა ფეხბურთელებმა ეკრანებთან დიდი დრო არ გაატარონ.
ასევე, საინტერესო წესია ის, რომ თუ ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელს საღამოს ქალაქში გასვლა სურს, მაგალითად რესტორანში ახლობლების გამასპინძლება და ა.შ, ყველაფრის საორგანიზაციო საკითხებს მთლიანად კლუბი აგვარებს, იქნება ეს რესტორნის დაჯავშნა თუ სხვა. ამასთანავე, კლუბი ვალდებულია, რომ თავისი ფეხბურთელის საცხოვრებლის დაცვა სრულად უზრუნველყოს.
დაახლოებით ერთი წლის წინ, პსჟ-მ გახსნა თავისი ბაზა, "PSG Campus", სადაც პსჟ ყოველდღიურად ვარჯიშობს. ბაზა საკმაოდ დიდ ჰექტარზეა გაშენებული და შიგნით გაერთიანებულია პსჟ-ს ფეხბურთის, ძიუდოს, ხელბურთის და სხვა სპორტის სახეობის გუნდები. მათი მიზანია, რომ ყველაფერი, რაც პსჟ-ს იდენტობის მატარებელია, ერთ სივრცეში იყოს მოთავსებული. რა თქმა უნდა, ბაზაზე აბსოლუტურად ყველანაირი პირობაა, რომ სპორტსმენმა იცხოვროს, ივარჯიშოს, დაისვენოს და ამა თუ იმ თამაშისთვის მოემზადოს.
პსჟ-ს აკადემიის ფეხბურთელებს დიდ გუნდთან ახლოს ავარჯიშებენ, რათა თავიდანვე შეაჩვიონ დიდი გუნდის ცხოვრების რუტინას. კლუბის გეგმები მომავალზეა გათვლილი და აკადემიის ფეხბურთელებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ.
პსჟ-ს კამპუსს აქვს სპეციალური ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, სადაც ფეხბურთელებს, ხელმძღვანელებს ან სპეციალურ სტუმებს საშუალება აქვთ არა პარიზის ცენტრალურ აეროპორტში, არამედ პირდაპირ პსჟ-ს ბაზაზე მოხვდნენ.
იცვლებიან ფეხბურთელები, მაგრამ იდეალოგია იგივეა - კლუბისთვის არ არსებობს ავტორიტეტი. ის იდეოლოგია, რაც ლუის ენრიკემ გუნდში ხელმძღვანელობასთან ერთად დანერგა, ყველასთვის თანაბრად მოქმედებს.
ფეხბურთთან ახლოს #3 | ლეგიონერები სანაკრებო მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდებიან
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…