მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.
როგორც ირკვევა, ბაიერნის საწვრთნელ ბაზაზე, სამაშველო ვერტმფრენიც დაეშვა. თუმცა, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, რა გახდა კომპანის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი და რა მდგომარეობაშია ის.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის სპეციალისტს ბოლო პერიოდში ვირუსული ინფექცია აწუხებდა, რასაც თეძოსა და ფეხების პრობლემებიც დაემატა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაცია განახლებადია...











