ლა ლიგაში გამართული მატჩი სევილიასა და ბარსელონას შორის, კატალონიელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ანდალუსიელთა ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც 68 წუთი ითამაშა და ერთ-ერთ ეპიზოდში, მეტოქე გუნდის ლიდერს ლამინ იამალს დაუპირისპირდა.
"ჩემი გუნდით ვამაყობ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და კარგადაც ვითამაშეთ., თუმცა მეორე ნახევარში გაგვიჭირდა და საბოლოოდ, მაინც დავმარცხდით.
იამალთან კამათი? - მისი ჟესტი არ მომეწონა და ვუთხარი, რომ მეორედ აღარ ექნა. ამაზე შენიშვნა მსაჯმაც მისცა.
ასე უნდა გავაგრძელოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა გუნდს წარმატება მოვუტანოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, ზოგი ჩვენგანი ნაკრებს შეუერთდება, ზოგი კლუბში იქნება და კარგად მოემზადება", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.












