ოქტომბრის თვეში, ერთა ლიგის მატჩი ფინეთისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის, გიორგი ყრუაშვილმა განსაჯა, რომელსაც ასისტენტობა ლევან ვარამიშვილმა და ზაზა ფიფიამ გაუწიეს, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი გახლდათ, ხოლო VAR-ის ოთახში ალეკო აფციაურმა იმუშავა. ფინეთის დედაქალაქის, ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე, რომლის ტევადობაც 36 200-ია, შეხვედრა ინგლისის გამარჯვებით, ანგარიშით - 1:3 დასრულდა.
აღნიშნული მატჩიდან დაახლოებით 1 კვირაში, ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯები ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის - გრაცის შტურმსა და ლისაბონის სპორტინგის მატჩს მოემსახურნენ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, LaGazzetta.ge გიორგი ყრუაშვილს დაუკავშირდა და წარმატება მიულოცა:
“წლების წინ, ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობის მოლოდინი არ მქონია, რადგან აქამდე მოსასვლელად, გარკვეული ეტაპები მქონდა გასავლელი. ფინეთი - ინგლისის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არბიტრობა ახლოს იყო და როცა მატჩის შესახებ ინფორმაცია მივიღე, აღარ გამკვირვებია. ამ სანაკრებო შეხვედრის შემდეგ, გარკვეული მოლოდინი უკვე არსებობდა და ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან დრო უკვე ნამდვილად იყო.
რა თქმა უნდა, ამ დონემდე მოსვლა მარტივი არ არის. UEFA-ს სამი კლასიფიკაცია აქვს და ამ კლასიფიკაციაში უნდა დაწინაურდე, რათა ჩემპიონთა ლიგის ან სხვა პრესტიჟული ტურნირების მატჩის განსჯა მოგანდონ.
ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობა გამორჩეულ გრძნობას ტოვებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ის მომენტია, როცა ფეხბურთელების გვერდით ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ვისმენდი. ტანში ჟრუანტელმა გამიარა და ვფიქრობ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ჰიმნს მოვისმენ, იდენტური გრძნობა მექნება”.
38 წლის, უკვე კარგად გამოცდილი ქართველი არბიტრი LaGazzetta.ge-სთან ამბობს, რომ მატჩების წინ მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებს - იყოს სამართლიანი და მისმა გადაწყვეტილებებმა გუნდები არ აზარალოს:
“ყველა მატჩის წინ ზუსტად ისევე ვემზადები, როგორც ამას ფეხბურთელები აკეთებენ: იქნება ეს მენტალური თუ ფიზიკური მზაობა. ძლიერი უნდა იყო, რომ მატჩის შესაბამის სისწრაფეს და მოთხოვნებს არ ჩამორჩე. ყველა შეხვედრის წინ საფიქრალი ისაა, რომ გადაწყვეტილებები მაქსიმალურად სამართლიანი იყოს, რომ ამ გადაწყვეტილებებით რომელიმე გუნდი არ დაზარალდეს.
ვფიქრობ, რომ საბედნიეროდ, მსაჯებთან დაკავშირებით გულშემატკივარში ცნობიერება ამაღლდა. წლებია, მსოფლიოში და უკვე ჩვენთანაც, VAR-ის სისტემა დაინერგა და როდესაც მსაჯი უხეშ შეცდომას უშვებს, ამ შეცდომის გამოსწორების შანსი რჩება.
გულშემატკივრის მხრიდან კრიტიკა ბუნებრივია და როდესაც პროფესიონალი ხარ, ეს ყველაფერი გულთან არ უნდა მიიტანო. რაც შეეხება მოტივაციას, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ჩვენს ჩემპიონატში, ძალიან ბევრი მაღალი დონის არბიტრია, რაც ჯანსაღ კონკურენციას ქმნის. ამიტომ, სულ წინ უნდა იარო და მიზანს მიუახლოვდე”.
კითხვაზე: პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე (2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე) საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ დატოვებული კვალი ქართველ არბიტრებს წინსვლაში თუ დაეხმარება, გვპასუხობს, რომ ფეხბურთელების მიერ გაწეული შრომა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის:
“როდესაც ასეთ მასშტაბურ ტურნირზე, ასეთი პატარა ქვეყანა ასეთ შედეგს დებს და ყველას ასეთი კარგი თამაშით ამახსოვრებს თავს, რა თქმა უნდა, UEFA-სა და FIFA-ში ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ რჩება: თუ ნაკრებში კარგი ფეხბურთელები არიან, ე.ი. შესაძლოა, ამ ქვეყანაში კარგი მსაჯებიც იყვნენ.
ჯერჯერობით, საწყის ეტაპზე მთავარი მიზანია თავის დამკვიდრება ისეთ პრესტიჟულ ტურნირებზე, როგორებიცაა: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგაა. გვინდა, ჩვენი სიტყვა ვთქვათ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქმის კეთება ისევე შეგვიძლია, როგორც ამას სხვა, ევროპელი არბიტრები აკეთებენ”.
ქართველ არბიტრს სანაკრებო მატჩების გარდა სხვადასხვა პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უმსაჯია, მათ შორის: ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე, კონფერენს ლიგასა და ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.
გიორგი ყრუაშვილი სამსაჯო კლასიფიკაციაში 2021 წელს დაწინაურდა და FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რამაც მას უფლება მისცა უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩებზე ემუშავა.
გიორგი ყრუაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი არბიტრია, რომელმაც FIFA-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…