ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მე-19 გრან პრის მექსიკამ უმასპინძლა, სადაც კიმი ანტონელიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაინაღდა.
20 წლის იტალიელმა რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა და 15 ქულა მოიპოვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა წლევანდელი სეზონის ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად.
მექსიკის გრან პრის გამარჯვებული მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი რედ ბულიდან, მაქს ვერსტაპენი გახდა, ხოლო მეორე ადგილიზე ფერარის 7-გზის ბრიტანელმა ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ კიმი ანტონელი 20 წლის და 68 დღის ასაკში ფორმულა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია. გარდა ამისა, ალბერტო ასკარის და 73 წლის შემდეგ პირველი იტალიელი ჩემპიონი გახდა.












