ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც ერთმანეთს ტორპედო და დინამო ბათუმი დაუპირისპირდნენ.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 54-ე წუთზე ანგარიში ბიორნ იონსენმა გახსნა. ტორპედომ ანგარიში შეინარჩუნა, 1:0 მოიგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ტორპედომ 21 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან ბათუმთან სხვაობა მხოლოდ 3 ქულამდე შემცირდა.
თავის მხრივ, კვლავ დაუმარცხებელია იბერია. მოქმედმა ჩემპიონებმა სამგურალს 2:1 მოუგეს და ზედიზედ 26-ე თამაში არ წააგეს.


![[VIDEO] ლუკა დონჩიჩის შოუ იუტა ჯაზთან და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FQ6VO8YqWaR5evzXJKl67SXKR0Hkz1sQw.jpg&w=3840&q=75)









