დღეს დილით NBA-ის მორიგი შეხვედრა სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართა, სადაც იუტა ჯაზმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა. მაყურებლებმა საკმად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, რომელშიც გამარჯვება საბოლოოდ სტუმარ გუნდს დარჩა, 123:132.
საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები 52 ქულა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა და 10 პასიც დაუმატა.
მატჩში მონაწილეობა მიიღო სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 20:57 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში 9 ქულა ჩააგდო და 3 მოხსნითაც გამოიჩინა თავი.
ლეიკერსმა ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და უკვე სამიდან სამი გამარჯვება აქვს. ჯეიჯეი რედიკის გუნდი მომდევნო შეხვედრას პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.
მატჩის მიმოხილვა
![[VIDEO] ლუკა დონჩიჩის შოუ იუტა ჯაზთან და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FQ6VO8YqWaR5evzXJKl67SXKR0Hkz1sQw.jpg&w=3840&q=75)










