კიმი ანტონელიმ აშშ-ის გრან-პრი მოიგო და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. მერსედესის იტალიელმა პილოტმა ოსტინში გამართულ რბოლაზე დომინანტური პერფორმანსი აჩვენა და უახლოეს მდევარს 16 წამზე მეტით აჯობა. ეს ანტონელისთვის მიმდინარე სეზონში მეცხრე გამარჯვება იყო.
მეორე ადგილი ჩარლზ ლეკლერმა დაიკავა, რომელმაც რბოლის ბოლო მონაკვეთში მაქს ფერსტაპენს აჯობა. ნიდერლანდელი პილოტი საბოლოოდ მესამე პოზიციას დასჯერდა.
ამ გამარჯვებით ანტონელიმ ჯორჯ რასელთან უპირატესობა 123 ქულამდე გაზარდა. სეზონის დასრულებამდე ხუთი ეტაპია დარჩენილი, იტალიელი კი ერთადერთი პილოტისგან დაცილებით სარგებლობს, რომელსაც ჩემპიონობის მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ აქვს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ანტონელი ტიტულის მოპოვებას შესაძლოა მომდევნო ეტაპზევე მიუახლოვდეს.
Kimi Antonelli extends his Drivers' Championship lead, and one point splits George Russell and Lewis Hamilton... 👀 The Drivers' Standings are in from Austin 📈👇 #F1 #USGP https://t.co/lg6ok45SJY
— Formula 1 (@F1) October 25, 2026



![[VIDEO] ლუკა დონჩიჩის შოუ იუტა ჯაზთან და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FQ6VO8YqWaR5evzXJKl67SXKR0Hkz1sQw.jpg&w=3840&q=75)







