კოპენჰაგენთან წაგებული 2:1 მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას ფეხბურთელებმა გააკეთრეს.
გიორგი მაკარიძე: "ევროტურნირებზე პირველად ვართ და ნელ-ნელა გამოცდილებას ვიღებთ. ვეგუებით იმას, რომ არ არის იმხელა სხვაობა, რამხელაც გვეგონა. დღეს ვნახეთ, რომ კოპენჰაგენის დონის გუნდებთანაც შეგვიძლია თამაში. ცოტა გამართლება და მინიმუმ ქულის მოპვება შეგვეძლო, რადგან კარგად ვითამაშეთ. წინ კიდევ სამი თამაშია და ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ. თხოვნა მაქვს, რომ ხეტაფესთან მატჩში გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს"
ამირან ძაგანია: "ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე, გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა არ გაგვიმართლა და წასაგები თამაში არ იყო. პროგრესი იგრძნობა და გუნდის თამაშის ხარისხი გაზრდილია. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც თამაშის მოტივაცია გვაქვს და კარგი იქნება, თუ ხეტაფესთან მატჩში სტადიონი გაივსება."
ნიკოლოზ დადიანი: "ჩემი აზრით, წაგებას არ ვიმსახურებდით. ორი გოლის გაშვების მიუხედავად, არ გავჩერებულვართ და ერთი გოლი გავიტანეთ, მეორეც ჩასათვლელი იყო. როგორც პირველი მატჩის შემდეგ ვთქვი, თამაშის ხარისხი ჩვენივე გამოსასწორებელი იყო და ეს შევძელით. გულშემატკივარს პირობას ვაძლევთ, რომ კიდევ უფრო მოვუმატებთ, ჩვენ კი მათი თანადგომა გვჭირდება"












![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)