სკანდალურმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ ტურინის იუვენტუსის ამჟამინდელი შემადგენლობა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ "ბიანკონერის" მოთამაშეებს შორის არავის გაიფორმებდა. იტალიელმა ყოფილმა ფუნქციონერმა ყველაზე მწვავე კომენტარი ნიკ ვოლტემადეზე გააკეთა.
"იუვენტუსის ამჟამინდელი შემადგენლობიდან არავის დავიმატებდი, განსაკუთრებით თავდამსხმელებს. არც კოლო მუანის და არც იმ მეორეს, უბრალოდ მაღალი რომ არის. გაბარიტების მიუხედავად, თავით თამაშიც არ იცის, არადა ინგლისში ის მინიმუმ 100 მილიონად იყო შეფასებული. ეს სასაცილოა.
არც კი გაბედოთ მისი შედარება იბრაჰიმოვიჩთან - ნამდვილ, სრულფასოვან ფეხბურთელთან. ალბათ ხასიათით კარგი ბიჭია, თუმცა ტურინელთა თამაშში ვერაფერს შეცვლის. დიახ, არც რანდალს და არც ვოლტემადეს დავიმატებდი", - განაცხადა "ბიანკონერის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა.











