MMA-ს ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, ვის ხელშიც გაიარეს კეინ ველასკესმა, დანიელ კორმიემ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა და ისლამ მახაჩევმა, ჯასტინ გეიჯი-ილია თოფურიას ჩხუბს უწოდა საუკეთესო დუელი, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
"გეიჯისა და თოფურიას ბრძოლა არის საუკეთესო, რაც კი ოდესმე მინახავს. ამ დაპირისპირებას ვუყურე ცხრაჯერ...ცხრაჯერ! ბევრი გაიხსენებს ხაბიბისა და კონორის ჩხუბს, მაგრამ მათი დუელის ყურებით შემოვიფარგლე 3-ჯერ, ჯასტინი და ილია კი ჩავრთე 9-ჯერ...ასე ძალიან მომწონს ეს დაპირისპირება.
ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის შემთხვევაში დომინირებდა მხოლოდ ერთი მათგანი, "ჰაილაითისა" და "ელ მატადორის" ბრძოლა კი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ორივე მებრძოლით აღფრთოვანებული ვარ და იმედი მაქვს, თოფურია დაბრუნდება იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე იყო", - განაცხადა მექსიკელმა სპეციალისტმა.
















