მსოფლიო რაგბის ერთა თასის 2026 წლის გათამაშების ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებმა თბილისში აშშ-ს უმასპინძლა და მეტოქე 38-10 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩი ბორჯღალოსნების სრული უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგშიც აისახა. დუბლი ლუკა ივანიშვილმა და აკაკი ტაბუცაძემ გაიფორმეს, ხოლო თითო ლელო გიორგი შველიძემ და დაჩი პაპუნაშვილმა დადეს. ამრიგად, 2026 წლის ერთა თასის A ჯგუფის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები გახდა, ხოლო B ჯგუფში პირველი ადგილის აშშ-მ დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა 2026 წელს ერთა თასზე 6 მატჩი ითამაშა და ექვსივე დამაჯერებლად მოიგო. წინ 2027 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატია, ხოლო შემდეგ მსოფლიო თასი, რომელსაც ავსტრალია უმასპინძლებს.











