ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთა.
"6 თამაში მოუგებლად და უგოლოდ. ყველამ ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ და ვიპოვოთ ის პოზიტივი, რაც გვჭირდება, რათა სულ სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილოთ.
ყველაფერი მალე უნდა დავივიწყოთ. ყველას ძალიან გვინდა რომ ის დიდი ერთობა შევიგრძნოთ, რაც გვქონდა. ამას ბევრი შრომა და დრო სჭირდება.
როცა ოთახში მარტო დავრჩი, ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ბიჭებისთვის. პატარაობაში რომ ეთქვათ, იმ საქართველოს ნაკრების წევრი იყავი, რომელსაც ასეთი რთული პერიოდი აქვსო, თამაშზე აუცილებლად დავთანხმდებოდი და ასე იქნებოდა ყოველი ჩვენგანი, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაში გვსურს.
ჩვენს თავში თვითდაჯერება უნდა ვიპოვოთ და უნდა გავხდეთ ის ერვნული ნაკრები, რომელიც მთელ საქართველოს სურს", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.












