კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლით, ეროვნული გუნდის ახალი შვიდიანი კარლოს ფორბსი გახდა. რა უნდა ვიცოდეთ პორტუგალიელ ვინგერზე? ალ ნასრის ამჟამინდელი კაპიტნის მსგავსად, პირველი ნაბიჯები მან გადადგა სპორტინგ ლისაბონის აკადემიაში, მაგრამ მალევე "ლუზიტანთა" ფლანგელი მანჩესტერ სიტის იუნიორებს შორისაც აღმოჩნდა.
"ქალაქელების" აკადემიაში პირენეელთა ახალმა შვიდიანმა გაატარა 8 წელი (2015 - 2023), თუმცა პროფესიონალური კარიერა მან დაიწყო არა ინგლისურ კლუბში, არამედ ამსტერდამის აიაქსში. შემდეგ იყო ტრანსფერი ბრიუგეში, იქამდე კი განათხოვრების წესით 1 სეზონი ვულვერჰემტპონში.
კარიერის საუკეთესო პერიოდი 22 წლის შემტევს აქვს სწორედ "ბლაუვცვარტში", სადაც კარგი თამაშის მერე მან პორტუგალიის ნაკრებში მოწვევა მიიღო. როგორც აღვნიშნეთ, "ლუზიტანთა" ახალი 7-ნომერი სწორედ ფორბსია, რომელმაც უელსის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში მოგების მომტანი ბურთის შეგდებაც მოასწრო.
პორტუგალიელი შემტევი მოედანზე შემოვიდა 59-ე წუთზე, 11 წუთის მერე კი გოლიც გაიტანა. აუცილებლად სახსენებელია გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფაზის შეხვედრა ბარსელონასა და "შავ-ლურჯებს" შორის (3:3), რომელშიც კარლოსმა დუბლს + ასისტი მიითვალა.

















