მანჩესტერ იუნაიტედში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, კლუბის ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოს სოლიდურ სატრანსფერო თანხას გამოუყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითელ ეშმაკებს" წინ საკმაოდ დატვირთული იანვრის თვე ელოდება.
რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედის გეგმებს, ოლდ ტრაფორდის ბინადრები ახალ ცენტრალურ მცველს 100% დაიმატებს. ეს უკვე დადასტურებულია და კლუბი ამაზე რამდენიმე კვირაა მუშაობს. სიაში რამდენიმე ფეხბურთელია, მათ შორის ნათან კოლინსი (ბრენტფორდი), ჯერედ ბრანთვეიტი (ევერტონი), კალვინ ბასი (ფულემი) და მალიკ ჩაო (ნიუკასლი), თუმცა მთავარ სამიზნეზე საუბარი ამ მომენტისთვის გაგვიჭირდება.
"წითელი ეშმაკები" იანვარში ახალი ფორვარდის დამატებასაც გეგმავენ, რადგან ჯოშუა ზირკზეს წასვლა გადაწყვეტილია. ნიდერლანდელი თავდამსხმელი პოჩეტინოს გეგმებშიც არ შედის და, თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 25 წლის ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევარს ახალ გუნდში დაიწყებს.
რაც შეეხება სხვა პოტენციურ ტრანსფერებს, მანჩესტერ იუნაიტედი განაპირა მცველებსაც ეძებს, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, იანვარში ფლანგის მცველების დამატებას შეძლებს თუ არა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მანჩესტერ იუნაიტედის პოტენციურ სამიზნეებზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.















