დადასტურებულად - ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო კვირის დასაწყისში ყატარში, ასპეტარის სამედიცინო ცენტრში, წინა ჯვარედინი მყესის აღდგენით ოპერაციას გაიკეთებს. ქართველი ფეხბურთელი ტრავმის სამკურნალოდ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს.
ამ დროისთვის ოპერაციის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, როგორც იწერება, ქართველს ოპერაცია უახლოეს 2-3 დღეში ჩაუტარდება.
რაც შეეხება 25 წლის ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო თარიღს, ფრანგული პრესის ინფორმაციით, კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს და მოედანს ზაფხულში, პრე-სეზონზე დაუბრუნდება.











