ჩემპიონთა ლიგა დასკვნით ფაზაში შედის, წინ - მეოთხედფინალებია. დღეს გაიმართება ორი შეხვედრა - მიუნხენის ბაიერნი უმასპინძლებს მილანის ინტერს, მადრიდის რეალი კი ლონდონის არსენალს ესტუმრება. მიმოვიხილოთ, თუ რა ხდება აღნიშნული წყვილების გარშემო.
ბაიერნი VS ინტერი (23:00)
აღნიშნული გუნდების რიგით მე-10 დაპირისპირება. წინა ცხრა მატჩში ხუთჯერ იმარჯვა ბაიერნმა, სამჯერ - ინტერმა, ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა. როგორც ვხედავთ, სტატისტიკა არის მიუნხენელთა მხარეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მილანელებმა გერმანულ კლუბს მოუგეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2010 წელს.
რაც შეეხება განვლილ გზას, "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის ფაზაში არ მოხვედრილა რვა საუკეთესო გუნდს შორის, რის გამოც ამ გუნდს მოუწია პლეიოფის თამაში. ბავარიელებმა ჯერ მოუგეს გლაზგოს სელტიკს, 1/8 ფინალში კი ლევერკუზენის ბაიერს. "ნერაძური" 8 საუკეთესოს შორის აღმოჩნდა და მხოლოდ 1/8 ფინალით შემოიფარგლა.
"გველებმა" დაამარცხეს როტერდამის ფეიენოორდი, რომელმაც თავის მხრივ პლეიოფში მილანს მოუგო. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საკადრო პრობლემებს განიცდის ორივე კლუბი, მაგრამ უფრო მეტად ალიანც არენას ბინადრები. სიმონე ინძაგის გუნდთან შეხვედრისთვის მათ 8 მოთამაშე არ ეყოლებათ.
ესენი არიან - მანუელ ნოიერი, კინგსლი კომანი, ალფონსო დევისი, ჯამალ მუსიალა, დაიო უპამეკანო, ალექსანდარ პავლოვიჩი, ჰიროკი იტო და ტარეკ ბუხმანი. მეაცას ბინადრების განკარგულებაში კი არ იქნება 4 მოთამაშე: მეჰდი ტარემი, პიოტრ ჟელინსკი, კრისტიან ასლანი და ვალენტინ კარბონი.
არსენალი VS რეალი (23:00)
აღნიშნული გუნდების სულ რაღაც მესამე დაპირისპირება. საინტერესოა ის, რომ ურთიერთმატჩების ისტორია არსენალის მხარეს არის. 2005/2006 წლების სეზონში ეს კლუბები ერთმანეთს შეხვდნენ 1/8 ფინალში და ლონდონელებმა ჯერ ბერნაბეუზე მოიგეს, შემდეგ კი შინ უგოლო ფრე გააგორეს. როგორც ვხედავთ, რეალს "მეთოფეებისთვის" არასდროს მოუგია.
რაც შეეხება აღნიშნული გუნდების განვლილ გზას, მადრიდელებმა პლიოფში ბრძოლას გამოთიშეს მანჩესტერ სიტი, მერვედფინალში კი თანაქალაქელი ატლეტიკო. "კანონირებმა" ლიგის ფაზაში დაიკავეს მე-3 პოზიცია და ითამაშეს პირდაპირ 1/8 ფინალი, რომელშიც დედაქალაქურმა კლუბმა პსვ ეინდჰოვენი გაანადგურა.
ორივე გუნდში საკადრო პრობლემებია. დავიწყოთ "ბლანკოსით", რომელსაც დღეს არ ეყოლება ხუთი ფეხბურთელი - დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, დანი სებალიოსი, ფერლან მენდი და ორელიან ჩუამენი. 6 მოთამაშის გარეშე იქნებიან ემირეიტსის ბინადრები: რაჰიმ სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუსი, კაი ჰავერცი, გაბრიელ მაგალიაესი, რიკარდო კალაფიორი და ტაკეჰირო ტომიასუ.
#კვარას ჩემპიონობა, მამარდას სუპერმატჩი რეალთან - რა გველის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში?
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…