ალ ნასრმა გამოაქვეყნა ვიდეო კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ორწლიან ყოფნასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული თავდამსხმელი რიადულ კლუბში 2023 წლის ზამთარში გადავიდა. ვიდეოში ნაჩვენებია პორტუგალიელი ფორვარდის პრეზენტაცია, ასევე მისი გამორჩეული მომენტები და ზოგადად კულტური გავლენა საუდის არაბეთის ფეხბურთზე.
არსებობს მოსაზრება, რომ "ნეჯდის რაინდები" ამ ვიდეოთი თავიანთ კაპიტანს დაემშვიდობნენ. სიუჟეტში გვხვდება არაერთი მომენტი, რომელიც მიგვითითებს ისტორიის დასასრულისკენ და არა გაგრძელებისკენ. ამ ვერსიას კიდევ უფრო რეალურს ხდის ის ფაქტი, რომ "ყვითლების" მე-7 ნომერი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კი საუბრები აქამდე არ ყოფილა. 39 წლის თავდამსხმელმა ორი წლის მანძილზე ალ-ავალ პარკზე მოასწრო 89 მატჩის ჩატარება და 80 ბურთის გატანა. რაც შეეხება ტიტულებს, რონალდუმ ალ ნასრში არაბული საკლუბო ჩემპიონთა თასი მოიგო.
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…