ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, FIFA-მ განახლებული რეიტინგი შემოგვთავაზა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა.
ესპანეთის ნაკრები კვლავ ლიდერია. აღსანიშნავია, რომ მაროკოს ნაკრებმა ორი საფეხურით წინ წაიწია, ხუთელში შევიდა და პორტუგალიისა და ბრაზილიის ნაკრებებს გადაასწრო.
10-ეულში მოხვდა კოლუმბიის ნაკრები, მათ მექსიკას გადაასწრეს. მექსიკელები სამი საფეხურით დაქვეითდნენ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ორი მარცხის მიუხედავად, რამაზ სვანაძის გუნდი კვლავ 74-ე ადგილს იკავებს.
10-ეული ასე გამოიყურება
| # | ქვეყანა | ქულა |
| 1 | ესპანეთი | 2004.48 |
| 2 | არგენტინა | 1966.13 |
| 3 | საფრანგეთი | 1950.82 |
| 4 | ინგლისი | 1938.90 |
| 5 | მაროკო | 1809.37 |
| 6 | პორტუგალია | 1801.28 |
| 7 | ბრაზილია | 1800.91 |
| 8 | ბელგია | 1790.37 |
| 9 | ნიდერლანდები | 1774.06 |
| 10 | კოლუმბია | 1735.90 |











