სანტიაგო ლუნამ ალექსანდრე თოფურიასთან მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მათი დაპირისპირება გაიმართება 21 ნოემბერს, დოჰაში, ჩვენი დროით 19:00 საათიდან. ეს იქნება ქართველი მებრძოლის მე-3 ჩხუბი მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში.
"კრივშიც და ჭიდაობაშიც დომინანტი მე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც თოფურია იგრძნობს ჩემს ძალას დგომში, შემდეგ ეცდება ჩემს გადაყვანას პარტერში, თუმცა ზეწოლას ვერ გაუძლებს. ვიყოთ რეალისტები: მას არ სურს ჭიდაობა, მაგრამ მოუწევს, მე კი ჩხუბის ნაადრევად დასრულებაზე ვიფიქრებ.
არ ვიცი, რა გეგმა აქვს ალექსანდრეს, თუმცა, თუ ის აპირებს დგომში დარტყმების გაცვლას, ჩემს საბრძოლო სტილს ვერ გაუძლებს. მზად ვარ, ამ ჩხუბში ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეები გამოვაჩინო. თოფურიას ჩემთან ძალიან გაუჭირდება", - განაცხადა მექსიკელმა მებრძოლმა.

















