ფრანგულ კლუბ ნიცას ფიზ.მომზადების მწვრთნელი ნიკოლას დიონი ფეხბურთელების ხშირ ტრავმიანობაზე თავის აზრს გვიზიარებს და პსჟ-ზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, გასულ კვირას, პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. კვარამ ოპერაცია უკვე გაიკეთა და მომდევნო წელს დაბრუნდება.
„სექტემბრის სანაკრებო პაუზამ ჩვენთვის არაფერი სასიკეთო არ მოიტანა. ბევრმა ფეხბურთელმა, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნაკრებებში ასპარეზობდნენ, ოთხი მატჩი ჩაატარა, თანაც ხშირად ხანგრძლივი მგზავრობის ფონზე.
ამის შემდეგ კი ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები ძალიან გადატვირთულ გრაფიკში ჩატარდა. ასეთი ინტენსიური მატჩები ფეხბურთელებისთის საზიანო იყო.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ჩემი აზრით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. გუნდი გაზაფხულისთვის ემზადება, როცა უკვე სეზონის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება დაახლავე 100%-იანი მზადყოფნა უფრო სახიფათო იქნებოდა“, - განაცხადა ნიკოლას დიონიმ
კვარაცხელიას გარდა, პარიზელთა რიგებში ტრავმირებულები უსმან დემბელე და მარკინიოსიც არიან.











