მილანში არსებული შემადგენლობის შენარჩუნებაზე ფიქრს აგრძელებენ. როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემები წერენ, მილანურ გრანდში ახალ კონტრაქტებზე მუშაობენ და შემდეგი ფეხბურთელები, რომლებიც არსებულ ხელშეკრულებებს გაახანგრძლივებენ, კრისტიან პულისიკი, ადრიენ რაბიო და ალპაჯო სისე იქნებიან.
პირველ რიგში ახალ კონტრაქტს პულისიკი გააფორმებს. ამერიკელი "როსონერისთან" არსებულ ხელშეკრულებას 5-წლით გაახანგრძლივებს და კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

რაც შეეხება რაბიოს, ფრანგისთვის ახალი 4-წლიანი კონტრაქტი მზადდება და თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გამოცდილი ნახევარმცველი ახალ ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმებს.
შემდეგი სიაში ალპაჯო სისეა, რომელმაც ახალი სეზონი საოცრად დაიწყო და მილანი მზადაა ახალგაზრდა იტალიელს ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. მხარეები მოლაპარაკებებს ამ დრომდე აგრძელებენ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, სისე ახალ ხელშეკრულებას უახლოეს კვირებში გააფორმებს.














![[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი პორტლენდთან და ლეიკერსის პირველი მარცხი ახალ სეზონში](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FeBXeM2d0ImenHcndQL7oFhtyZ0oNuhof.png&w=3840&q=75)

