ეშლი იანგმა ისაუბრა მანჩესტერ იუნაიტედის პრობლემების თაობაზე და აღნიშნა, რომ მაღალი დონის მწვრთნელი ამჟამინდელ გუნდში არ მივა. პრესაში პერიოდულად ფიგურირებს ლუის ენრიკეს სახელი, მაგრამ ინგლისელი ექს-ვინგერის აზრით, ეს გამორიცხულია.
"რომელი მაღალი დონის მწვრთნელი მივა ასეთი შემადგენლობის მქონე მან იუნაიტედში? კიდევ რამდენი სატრანსფერო ფანჯარა დასჭირდებათ იმისთვის, რომ კარგი მოთამაშეები იყიდონ? ენრიკე მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტია, მაგრამ ის ამჟამინდელ მანჩესტერში მუშაობაზე არც კი გაიფიქრებდა.
წარსულში, როდესაც "წითელი ეშმაკების" გუნდი მსოფლიოში იყო ერთ-ერთი საუკეთესო, აქ მოხვედრაზე ოცნებობდა ნებისმიერი მწვრთნელი, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ნამდვილად არ ვიცი, ვინ შეიძლება მივიდეს ოლდ ტრაფორდზე ახალი დამრიგებლად", - განაცხადა მილანის ინტერის ექს-ვინგერმა.




![[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი პორტლენდთან და ლეიკერსის პირველი მარცხი ახალ სეზონში](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FeBXeM2d0ImenHcndQL7oFhtyZ0oNuhof.png&w=3840&q=75)






