ხორხე მასვიდალმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიის შესახებ კომენტარი გააკეთა. BMF ქამრის პირველი მფლობელის აზრით, აბუ დაბიში ჩატარებული ჩხუბი სამუდამოდ შეცვლის როგორც ქართველის, ისე რუსი მებრძოლის კარიერასაც. შეგახსენებთ, ტრილოგიაში 2:1-ია "დაუნდობელის" სასარგებლოდ.
"ორივემ ერთმანეთს ძალიან ბევრი წაართვეს. მეეჭვება, რომ მესამე ბრძოლის მერე იყვნენ ისეთები, როგორებიც ადრე. ამის მიუხედავად, მეოთხე ჩხუბსაც დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. არაფერი დაუთმეს ერთმანეთს და ერთ-ერთი საუკეთესო დუელი შემოგვთავაზეს. ნამდვილად გამორჩეული საღამო იყო.
ბრძოლის მთავარი მომენტი? იანის დარტყმა ფეხით გვერდში - მებრძოლების 80 პროცენტი ვერ გაუძლებდა და წაიქცეოდა. დვალიშვილმა მოახერხა ფეხზე დგომა, რადგან სირთულეებს მიჩვეულია. ძალიან მინდა მე-4 ჩხუბის ხილვა", - განაცხადა ამერიკელმა ყოფილმა მებრძოლმა.















![[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი პორტლენდთან და ლეიკერსის პირველი მარცხი ახალ სეზონში](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FeBXeM2d0ImenHcndQL7oFhtyZ0oNuhof.png&w=3840&q=75)

