პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა დეზირე დუემ მძიმე ტრავმის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა. ფრანგმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ეს რთული პერიოდია. ამ ტრავმამ ძალიან დამამწუხრა, თუმცა დარწმუნებული ვარ, გაცილებით ძლიერი დავბრუნდები. კიდევ ერთი გამოწვევა და კიდევ ერთი შესაძლებლობა განვითარებისთვის. დიდი მადლობა ყველას იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენთ."
შეგახსენებთ, დუემ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.











