ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს დინამო თბილისისა და კოპენჰაგენის 19-წლამდე გუნდები დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე ფავორიტებად დანიელები ითვლებოდნენ, ახალგაზრდა დინამოელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს და მეტოქე 3:0 გაანადგურეს.
ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი თორნიკე კვარაცხელია იყო, რომელიც დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
განსაკუთრებით ლამაზი თორნიკეს მეორე გოლი იყო, რომელიც მან თავისი უფროსი ძმის, ხვიჩა კვარაცხელიას სტილში გაიტანა და მისსავე სტილში აღნიშნა.
დინამო თბილისისა და კოპენჰაგენის განმეორებითი შეხვედრა დანიაში, 4 ნოემბერს გაიმართება.











