დავიდ ტრეზეგემ ხვიჩა კვარაცხელიასა და ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა. ფრანგი ლეგენდის აზრით, ქართველ ფეხბურთელს მომავალში პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების ყველა შესაძლებლობა აქვს, თუმცა მიმდინარე წელს ეს გაცილებით რთული იქნება.
"ხვიჩა კვარაცხელიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მომავალში ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს. თუმცა, მისი ნაკრების გამო, ეს წელს გაცილებით რთული იქნება. ის უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უასპარეზია და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ შეძლო", - განაცხადა ტრეზეგემ.












